Sunday, October 1, 2017

პროექტი

  პროექტის  სახელწოდება:    ფრაზეოლოგიზმები  ჩემი  ქალაქის  მცხოვრებთა  მეტყველებაში.
   პროექტის  მთავარი  თემა,  იდეა  (1-2)  წინადადებით:     ქალაქის  მეტყველებაში   გამოყენებული   ფრაზეოლოგიზმების  მოძიება  და  შეგროვება,  მათი  მნიშვნელობის გააზრება.
   პროექტის  აქტუალობა  :  მოსწავლეებს  გამოუმუშავდებათ  ინფორმაციის   მოპოვების  და  კომუნიკაციის  უნარ-  ჩვევები,  ერთმანეთს  გაუზიარებენ  შეგროვებულ  მასალას.
    პროექტის  მიზნები:  მოსწავლეები  კვლევა- ძიების  შედეგად  საფუძვლიანად  გაეცნობიან  ქალაქის  მცხოვრებთა  მეტყველებაში   გამოყენებულ  ფრაზეოლოგიზმებს,  ღრმად  და  საფუძვლიანად  შეძლებენ  მათ  უკეთ  გააზრებას,  გაიმდიდრებენ  ქართული  ენის  ლექსიკურ  მარაგს.
    მოსწავლეთა  ასაკი:   14-15  წელი.
     ვადები,  ხანგრძლივობა:  1  თვე.
     მოსალოდნელი  შედეგები:  შეგროვებულ     ფრაზეოლოგიზმებს  მოათავსებენ  ბუკლეტში  და  დაურიგებენ  თანატოლებს,  შეადგენენ  ელექტრონულ  ვერსიას.
     პროექტის  საჭირო  ძირითადი   რესურსები:პროექტორი  , ინტერნეტი,  წიგნი.
    პროექტის  მსვლელობა:  მოსწავლეები  შეაგროვებენ  და  გაეცნობიან  ქალაქის  მცხოვრებთა  მეტყველებაში  გამოყენებულ  ფრაზეოლოგიზმებს,  უკეთ  გაიაზრებენ  მათ  მნიშვნელობას  ყოველდღიურ  ცხოვრებაში,  დააკვირდებიან  ,  რა  ასახვა  პოვა  ამ  გამოთქმებმა  ლიტერატურაში,  მოძიებული  მასალით  გაკეთდება  პრეზენტაცია,  შეადგენენ  ელექტრონულ  ვერსიას.
შეფასების რუბრიკა
     საგნებთან  კავშირი:  ისტორია.
     პროექტის  ხელმძღვანელი:   ირინა  ცქიფურიშვილი.

No comments:

Post a Comment