პროექტის სახელწოდება: ფრაზეოლოგიზმები ჩემი ქალაქის მცხოვრებთა მეტყველებაში.
პროექტის მთავარი თემა, იდეა (1-2) წინადადებით: ქალაქის მეტყველებაში გამოყენებული ფრაზეოლოგიზმების მოძიება და შეგროვება, მათი მნიშვნელობის გააზრება.
პროექტის აქტუალობა : მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოპოვების და კომუნიკაციის უნარ- ჩვევები, ერთმანეთს გაუზიარებენ შეგროვებულ მასალას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები კვლევა- ძიების შედეგად საფუძვლიანად გაეცნობიან ქალაქის მცხოვრებთა მეტყველებაში გამოყენებულ ფრაზეოლოგიზმებს, ღრმად და საფუძვლიანად შეძლებენ მათ უკეთ გააზრებას, გაიმდიდრებენ ქართული ენის ლექსიკურ მარაგს.
მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი.
ვადები, ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: შეგროვებულ ფრაზეოლოგიზმებს მოათავსებენ ბუკლეტში და დაურიგებენ თანატოლებს, შეადგენენ ელექტრონულ ვერსიას.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:პროექტორი , ინტერნეტი, წიგნი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები შეაგროვებენ და გაეცნობიან ქალაქის მცხოვრებთა მეტყველებაში გამოყენებულ ფრაზეოლოგიზმებს, უკეთ გაიაზრებენ მათ მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში, დააკვირდებიან , რა ასახვა პოვა ამ გამოთქმებმა ლიტერატურაში, მოძიებული მასალით გაკეთდება პრეზენტაცია, შეადგენენ ელექტრონულ ვერსიას.
შეფასების რუბრიკა
საგნებთან კავშირი: ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი: ირინა ცქიფურიშვილი.